კარენ დონფრიდის შეფასება

საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროკომისიის გადაწყვეტილებას აფასებს. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა გული არ უნდა გაიტეხონ, რადგან ეს გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რომ საქართველო ევროკავშირის ოჯახის წევრია, თუმცა ამისთვის ქვეყანამ მნიშვნელოვანი ძალისხმევა უნდა გასწიოს და პროგრესი დააჩქაროს. ინტერვიუს „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.