კარდინალი პიეტრო პაროლინი საქართველოს დეკემბრის ბოლოს ეწვევა

ვატიკანის სახელმწიფო მდივანი, კარდინალი პიეტრო პაროლინი საქართველოს დეკემბრის ბოლოს ეწვევა. ეს განცხადება წმინდა საყდრის ნუნციამ საქართველოში ჟოზე აველინო ბეტანკურმა წმინდა პეტრესა და პავლეს მოციქულთა სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში შობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ლიტურგიის წინ გააკეთა.

მისი განცხადებით, ეს ვიზიტი თითოეული ქართველისადმი სოლიდარობის გამომხატველი იქნება. საშობაო ლიტურგიას აგრეთვე ესწრებოდა რელიგიის საკითხთა სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე, რომელმაც საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც 25 დეკემბერს ქრისტეშობას აღნიშნავს, დღესასწაული მიულოცა.

 

დატოვე კომენტარი