უელსისა და საქართველოს ნაკრებებმა კარდიფში ვარჯიში გამართეს და პრესკონფერენცია ჩაატარეს

13:22, 18.11.2017

კარდიფში, უელსისა და საქართველოს ნაკრებებმა ვარჯიში გამართეს და მატჩისწინა პრესკონფერენცია ჩაატარეს. ჟურნალისტების კითხვებს “ბორჯღალოსნების” მთავარ მწვრთნელთან ერთად, ქართველმა მორაგბემ მერაბ შარიქაძემ უპასუხა.

უელსის ნაკრები საქართველოს წინააღმდეგ თამაშს ოპტიმალური შემადგენლობით არ დაიწყებს. მასპინძელთა რიგებში თავის გამოჩენის საშუალება ახალგაზრდა მორაგბეებს მიეცემათ, ჩვენი გუნდის სასტარტო თხუთმეტეული კი კანადასთან მატჩის შემდეგ უცვლელია.

შეხვედრა დღეს, თბილისის დროით, 18:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი