კარატეს საერთაშორისო ტურნირი

დიღმის ოლიმპიურ სოფელში მდებარე დარბაზში კარატეს საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა.

თბილისის გრან პრიზე რვა ქვეყანა მონაწილეობდა. დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო მსაჯები და სპორტსმენები.

ტურნირი სალიცენზიო ხასიათის იყო და სპორტსმენებმა, რომლებმაც გამარჯვება მოიპოვეს, სარეიტინგო ქულები გამოიმუშავეს.

კარატე ოლიმპიური თამაშების კატეგორიაში შევიდა და 2020 წელს ტოკიოში გასამართ ოლიმპიადაზე მოსახვედრად საქართველოს წარმომადგენლებიც იბრძოლებენ.