კარასინის განცხადება - შეფასებები

საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე მოსკოვის რეაქციას, „ხისტს, თუმცა ადეკვატურ ზომას“ უწოდებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. ამის შესახებ გრიგორი კარასინმა რუსულ გამოცემა „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა.

რუსი დიპლომატის თქმით, რუსეთის მოქალაქეებს აქვთ უფლება, თავად გადაწყვიტონ, სურთ თუ არა საქართველოში გამგზავრება ასეთ პირობებში, „თუმცა სახელმწიფოს ამოცანაა, იყოს ხალხის უსაფრთხოებისა და სიმშვიდის სადარაჯოზე“. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, მოსკოვი ელოდება საქართველოში ვითარების ნორმალიზებას, რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტას და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის საშიშროების აღმოფხვრას, რის შემდეგაც შეზღუდვების გაუქმებაზე იფიქრებს. კარასინი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთი განიხილავდა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას, თუმცა განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ეს საკითხი კიდევ გადავადდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებებს პარლამენტში ეხმაურებიან.

დატოვე კომენტარი