კარანტინის რეჟიმი ქობულეთის სოფლებში

მოსახლეობის ინტენსიური სამედიცინო შემოწმება მიმდინარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტეში, სადაც ოთხი სოფელი დილიდან საკარანტინო ზონად გამოცხადდა.

დღეს აჭარაში ინფიცირების კიდევ სამი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ორი ქობულეთის კლასტერს უკავშირდება, ერთი კი იმპორტირებულია. რაც შეეხება ე. წ. ქობულეთის კლასტერს, მოძიებულია 200-ზე მეტი კონტაქტი, საიდანაც „კოვიდ 19“ 20 მოქალაქეს დაუდასტურდა. სწორედ შიდა გავრცელების ფაქტები გახდა რეგიონში ზომების გამკაცრების მიზეზი. ვითარებას სამართალდამცველები და თავდაცვის ძალები გააკონტროლებენ. ჩაკეტილ სოფლებში მოძრავი ბაზრები გამოჩნდება და მოსახლეობას სურსათის პრობლემა არ შეექმნება.

ჩვენი გადამღები ჯგუფი მუშაობს ადგილზე. მერაბ წულუკიძე ბოლო ინფორმაციით ადგილიდან.