კარანტინი მარნეულში

კოვიდ-ინფიცირების ახალი ფაქტები გამოვლინდა მარნეულში.

ვირუსი სამ პირს დაუდასტურდა. მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ეს არის სოფელ მარადისის კლასტერი. სოფელში ამ დროისთვის ყველა ოჯახი თვითიზოლაციაშია.

ლიკა ალელიშვილმა მოისმინა რეგიონში გაკეთებული განცხადებები.