კაპიტოლიუმის შენობის შტურმი - ვითარება აშშ-ში

ძალადობრივი მოვლენების ეპიცენტრად ქცეული კაპიტოლიუმი. კონგრესის შენობიდან ნანახმა კადრებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოზე შტურმი მიიტანეს. ოთხი დაღუპული, 52 დაკავებული, დაშავებული პოლიციელებს შორის, – აშშ-ის დედაქალაქში 21 იანვრამდე კომენდანტის საათია გამოცხადებული. ჯერ ისევ მოქმედი პრეზიდენტი დამარცხებას ამ წუთამდე არ აღიარებს და ბრძოლის გაგრძელებას აანონსებს, თუმცა ძალაუფლების ორგანიზებულად გადაცემაზე თანახმაა. პრეზიდენტის სტატუსთან ერთად, ტრამპმა კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობაც დაკარგა. ამ მომენტისთვის დედაქალაქში სიტუაცია განეიტრალებულია. ვითარებას ეროვნული გვარდია აკონტროლებს.

რა ვითარებაა ამ წუთებში აშშ-ის დედაქალაქში? – პირდაპირ ეთერში საუბარს „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი, ეკა მაღალდაძე განაგრძობს.