კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია
„საქართველო მსოფლიოს სთავაზობს სტაბილურ გარემოს ინვესტიციების, ბიზნესის გაფართოებისთვის, ამ წინსვლის მთავარი მაჩვენებელი ფინანსური სექტორის სტაბილურობა, ეროვნული ვალუტის სიმტკიცეა“ – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთებისთვის მზაობის 2025 წლის რეიტინგით, საქართველოს საქმიანი გარემო მსოფლიოს საუკეთესო ქვეყანათა ოთხეულშია. კონფერენციაზე ასევე სიტყვით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საფინანსო კომპანიის „ჯეიპი მორგანის“ მმართველი დირექტორი გამოვიდნენ.
შალვა სუმბაძის ჩართვა #მოამბე