400-ზე მეტი წამყვანი ინვესტორი და გლობალური ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები თბილისში.
საქართველოს დედაქალაქმა, კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბურ, კაპიტალის ბაზრების კონფერენციას მეორედ უმასპინძლა. მნიშვნელოვან ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება საქართველოსა და უზბეკეთს დაეთმო. ქვეყნებს, სადაც კონფერენციის მონაწილეების შეფასებით, სწრაფად განვითარებადი ფინანსური სექტორი, საინვესტიციოდ განსაკუთრებით მიმზიდველია. რა კეთდება საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის, რა სარგებელს სთავაზობს ადგილობრივი ფინანსური სექტორი ინვესტორებს და რა განაპირობებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას. გლობალური ფინანსური კომპანიების წარმომადგენლებს ქვეყნის მაკრო ეკონომიკურ პარამეტრებსა და საინვესტიციო გარემოზე დეტალური ინფორმაცია, პრემიერმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მიაწოდეს.
საქართველოს როგორც ევროპისა და აზიის ფინანსური ჰაბის პერსპექტივა – ნახეთ შალვა სუმბაძის სიუჟეტში.