KANYE WEST-ის კონცერტი თბილისში

21:56, 06.05.2026

ცნობილი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი საქართველოში. კანიე ვესტი თბილისში ჩამოდის. ქართველი მსმენელისთვის კონცერტი 12 ივნისს გაიმართება.

150 მილიონი გაყიდული ალბომით და მიღებული 24 გრემით კანიე ვესტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავლენიანი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელია. ახალი ალბომი სახელწოდებით ბული წლის ტოპ ხუთეულში უკვე შევიდა. ლოს-ანჟელესში გამართულმა ორმა კონცერტმა კი მომღერალს 33 მილიონი დოლარის შემოსავალი მოუტანა.

„დინამო არენაზე“ დაგეგმილი კონცერტის ბილეთების გაყიდვა 12 მაისს დაიწყება. „სტარინგ ჯორჯია“ კანიე ვესტის გულშემატკივრებს დაუვიწყარ შოუს უანონსებს.

მსგავსი