„დინამო არენაზე“ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტის, Kanye West-ის იგივე YE-ს შოუ გაიმართა. 70-ათასიანი აუდიტორიის წინაშე არტისტმა შთამბეჭდავი მუსიკალური და ვიზუალური პერფორმანსი წარმოადგინა. თითქმის ორი საათის განმავლობაში, მსმენელმა YE-ს ცნობილი ჰიტები მოისმინა. დედამიწის ფორმის სცენა „დინამო არენაზე“ განსაკუთრებული ვიზუალური ეფექტებით იყო წარმოდგენილი, რაც არტისტის მენეჯმენტის თქმით, თბილისის შოუს YE-ს სხვა კონცერტებისგან კიდევ უფრო გამოარჩევდა. ცნობისთვის, მიმდინარე წელს მუსიკოსმა ახალი ალბომი გამოსცა. ამას ექსკლუზიური შოუებიც მოჰყვა. სწორედ ამ ტურის ფარგლებში წარდგა YE 12 ივნისს, „დინამო არენაზე“.