წლის ერთ-ერთი მთავარი მუსიკალური მოვლენა საქართველოში – დღეს ქართველი მსმენელისთვის ცნობილი ამერიკელი რეპერი და კომპოზიტორი, 24-ი გრემის მფლობელი კანიე ვესტი იმღერებს. დედამიწის ფორმის სცენა, ორიგინალური ვიზუალური კონცეფცია და პერფორმანსი, რომელმაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დიდი რეზონანსი და განსაკუთრებული შთაბეჭდილებები მოჰყვა. „დინამო არენაზე“ შეკრებილი 70 000-ი მაყურებელი ამერიკელი მეგა ვარსკვლავის შთამბეჭდავი შოუს დაწყებას ელოდება.
„დინამო არენასთან“ კანიე ვესტის ფანებმა შეკრება დილიდან დაიწყეს, ადგილობრივ მსმენელთან ერთად კონცერტზე დასასწრებად თბილისში 30 ათასამდე უცხოელი სტუმარი ჩამოვიდა.
რა ხდება ამ წუთებში „დინამო არენაზე, დედაქალაქის ცენტრალურ სტადიონზე რომელიც წლის უმნიშვნელოვანესი მუსიკალური მოვლენის მასპინძელია – თათია კუჭუხიძე დეტალებით.