კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ - შეფასებები
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი კვლავ მწვავე განხილვებისა და შეფასებებს მთავარი თემაა პოლიტიკურ სპექტრში. „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ სადავო კანონპროექტს ორშაბათს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით განიხილავენ. ხელისუფლების ოპონენტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტს მწვავედ აკრიტიკებენ და მას რუსეთში უკვე მოქმედი კანონის ანალოგად მიიჩნევენ. სამოქალაქო სექტორზე შეტევა – ასეთია ოპოზიციონერების შეფასებები. „ქართული ოცნება“ კი მესამე სექტორისაგან მეტ საჯაროობას ითხოვს.