კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

ხელახლა ინიცირებული რეზონანსული კანონპროექტი ისევ პოლიტიკური შეფასებების საგანია. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის უკან გაწვევას ითხოვს ოპოზიცია, რომელიც მმართველ გუნდს გასული წლის მძიმე მოვლენებსა და გაცემულ დაპირებას ახსენებს.

„ქართული ოცნება“ უკან დახევას ამჯერად აღარ აპირებს. პარტიის ლიდერებს ყოველდღიურად უწევთ მტკიცება, რომ კანონპროექტი რუსეთში მოქმედი კანონისგან მკვეთრად გასხვავებული და ევროპის ცალკეულ ქვეყნებში არსებული რეგულაციების ანალოგია.