კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“

პოლიტიკური ვნებათაღელვა არ ცხრება პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის გარშემოც.

„ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას ვაშინგტონიდანაც აკრიტიკებენ. სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი კანონპროექტს საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის დამაზიანებლად მიიჩნევს. საუბარია ინიციატივაზე, რომელიც ქვეყანაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს დაფინანსების წყაროების გასაჯაროებას ავალდებულებს და ფინანსური გამჭვირვალობის მოტივით უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს. ავტორები განმარტავენ, რომ პროექტზე მუშაობისას ამერიკული გამოცდილებაც გაიზიარეს. იგულისხმება აშშ-ში მოქმედი უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის აქტი. თუმცა, ნედ პრაისი ინიცირებულ კანონპროექტს მიღმა რუსულ კვალს ხედავს.

მესამე სექტორის გაკონტროლების არგუმენტით ოპოზიცია ინიციატივის მხარდაჭერას არ აპირებს.