კანონპროექტი უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ხელმეორედ წარდგენა – „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვეტილება მიღებულია. თუმცა, ამჯერად ტექსტში ტერმინი უცხოური აგენტი შეიცვლება და იქნება შემდეგი ვარიანტი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. ხმაურიანი კანონპროექტის განხილვის პროცესში ავტორები პოლიტიკურ სპექტრსა და მესამე სექტორს აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებენ.

მამუკა მდინარაძემ დღეს დეტალურად ისაუბრა, თუ რა საფრთხეებისგან თავის დასაცავად მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება. მისივე ინფორმაციით, ამ კანონპროექტის რუსულად მოხსენიება უსაფუძვლოა. მდინარაძის თქმით, პროცესი დაჩქარებული არ იქნება და ყველა მოსაზრებას გაითვალისწინებენ. მამუკა მდინარაძემ სხვადასხვა ქვეყნის კონკრეტული მაგალითები დაასახელა და აქცენტი გააკეთა ფინანსური საქმიანობის აღრიცხვის აუცილებლობასა და საჭიროებაზე.