კანონპროექტი შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ
ორი წლის წინ ინიცირებული და მოგვიანებით შეჩერებული კანონპროექტი პარლამენტის დღის წესრიგში ბრუნდება.
პირველი მოსმენით მიღებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც შინაური ცხოველების მოვლის და კონტროლის ახალ რეგულაციებს ადგენს. იკრძალება პატრონის მხრიდან ძაღლების და კატების მიტოვება, მსგავს შემთხვევებზე საკმაოდ მაღალი ჯარიმები წესდება. ინიციატივა შინაური ცხოველების ელექტრონული ბაზის შექმნასაც გულისხმობს – ბაზაში დარეგისტრირება სავალდებულო იქნება. მკაცრად გაკონტროლდება ვაქცინაციის და კასტრაციის წესების შესრულებაც. თავის დროზე კანონპროექტის მიმართ ცხოველთა უფლებადამცველებს არაერთი პრეტენზია ჰქონდათ – კონსულტაციების შემდეგ დოკუმენტში გარკვეული კორექტივები შევიდა.