კანონპროექტი პირბადის სავალდებულო წესით გამოყენებაზე

პარლამენტში გრძელდება მსჯელობა პირბადეების სავალდებულო წესით გამოყენებასთან  დაკავშირებით. კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი მეორე მოსმენით უკვე დაუჭირა. მესამე მოსმენით მიღება დღევანდელ სხდომაზე იგეგმება.  ანრი ოხანაშვილის განმარტებით, ჯარიმები 15 ივლისამდე იმოქმედებს. ამის შემდეგ კი, რეგულაციების დაწესება შექმნილ ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

კანონპროექტით, პირბადეების ტარება დახურულ, საჯარო სივრცეში სავალდებულო ხდება. პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 20 ლარით, იურიდიული პირი კი – 500 ლარით დაჯარიმდება. შეზღუდვები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და კერძო ტაქსებზეც ვრცელდება.