კანონპროექტი მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით, მეორე მოსმენით მიღებულია
ორი ხმაურიანი და მწვავე სასესიო დღის შემდეგ, უმრავლესობის კანონპროექტი მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით, მეორე მოსმენით მიღებულია. 87 მომხრე, 31 წინააღმდეგი – ასე გადანაწილდა ხმები საკანონმდებლო ორგანოში.
კანონში შესატან ცვლილებებს „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრმა ხმა არ მისცა. მმართველი გუნდის საერთო პოზიციას გაემიჯნენ ლევან კობერიძე, ალექსანდრე ერქვანია და ბიძინა გეგიძე. დეპუტატებისთვის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები არასაკმარისია, რამდენიმე საკითხი კი საერთოდ მიუღებელი.
დოკუმენტს ოპოზიციასთან ერთად, სახალხო დამცველი და „ქართული ოცნებიდან“ წასული, დამოუკიდებელი დეპუტატებიც აკრიტიკებენ. მმართველი გუნდში კი აცხადებენ, რომ ოპონენტები დაუსაბუთებელი პროტესტით, სასამართლოს გაჩერებას ცდილობენ, რასაც უმრავლესობა არ დაუშვებს.