კანონპროექტი კანონთან კონფლიქტში მყოფ 14 წლამდე პირებისთვის

კანონთან კონფლიქტში მყოფ 14 წლამდე პირებისთვის პარლამენტი სპეციალური კანონის მიღებას გეგმავს. საკანონმდებლო ორგანოში ახალი კანონპროექტი უკვე დაინიცირდა. კანონპროექტის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი შეიქმნება, რომელიც კოორდინაციას გაუწევს კანონდამრღვევი არასრულწლოვნების რეაბილიტაციის და მხარდაჭერის პროცესს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, წლების განმავლობაში ხდებოდა ქურდობის და ყაჩაღობის ფაქტები, რასაც 14 წლამდე მიუღწეველი არასრულწლოვნები სჩადიოდნენ თუმცა, სამართლებრივად არ არსებობდა ამ ბავშვებზე ზრუნვის და რეაბილიტაციის მექანიზმი. ახალი მოდელი გერმანულ მოდელზე დაყრდნობით შემუშავდა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, მთავარი მიზანი სახელმწიფოს მხრიდან არასრულწლოვნების არა დასჯა, არამედ ეფექტური ზრუნვაა.