კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ

დეოლიგარქიზაციის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი დღეს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით გადის კენჭისყრაზე. პროექტს ცვლილებებით ეყრება კენჭი. ამ ცვლილებების მიხედვით, კონკრეტული პირისთვის ოლიგარქის სტატუსს პარლამენტის ნაცვლად, მთავრობა განსაზღვრავს.

„ნაციონალური მოძრაობა“ ალტერნატიული კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს. ოპოზიციის დიდი ნაწილი „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი პროექტის მხარდაჭერას არ აპირებს და აცხადებს, რომ უკრაინული კანონი ქართულ რეალობას არ შეესაბამება. ოპოზიციის ნაწილი მმართველ გუნდს ურჩევს, კენჭისყრების ჩატარებამდე დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრებები მნიშვნელოვანია და რეკომენდაციების არსებობის შემთხვევაში, მათზე იმსჯელებენ.