კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“

ევროკავშირის წარმომადგენლობა მხარს უჭერს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის შეფასებას და ამბობს, რომ უმჯობესია არ მოხდეს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის დამტკიცება აღწერილი რისკების გათვალისწინებით. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ თუ ევროკომისია რეკომენდაციებიდან დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მოთხოვნას ამოიღებს, პროექტი საერთოდ გაუქმდება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით ერთპარტიულად მაშინ მიიღო, როდესაც ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობა დარბაზში არ იმყოფებოდა, ეს კი მათთვის იმის მანიშნებელია, რომ მმართველი პარტია არ ცდილობს, შეასრულოს რეკომენდაციები და ევროკავშირის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით ორი დღის წინ დაამტკიცა.