კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ

პარლამენტი დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის განხილვას უბრუნდება. დეპუტატები მომავალ კვირას მსჯელობას ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე დაიწყებენ. ევროპელი ექსპერტების შენიშვნებზე პოლიტიკურ სპექტრში პოზიციები იყოფა. ოპონენტები „ქართულ ოცნებას“ ურჩევენ, სისტემური მიმართულებით წავიდნენ. მმართველი გუნდი კი მზადაა, გაითვალისწინოს მითითებები და ოპოზიციას სპეკულაციებში ადანაშაულებს.