კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ

დეოლიგარქიზაციის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მესამე მოსმენით განიხილება. უკრაინული მოდელის ქართული ანალოგით განსაზღვრულია ოთხი კრიტერიუმი, რომელთაგან სამის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირი ოლიგარქად ჩაითვლება. ოპოზიციის დიდი ნაწილი პროექტის მხარდაჭერას არ აპირებს და აცხადებს, რომ უკრაინული კანონი ქართულ რეალობას არ შეესაბამება.