კანონპროექტი აშშ-ის კონგრესში

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის ანგარიშს, რომელიც  მოიცავს 2021 წლისთვის საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ კანონპროექტს, დღეს აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

ასიგნებათა კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული პროექტის თანახმად, საქართველოსთვის გათვალისწინებულია სულ მცირე 132 მილიონი  დოლარის დაფინანსების გამოყოფა. ამასთან, გამოქვეყნებული დოკუმენტი დაფინანსების ნაწილის შეჩერებას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტში ნათქვამია, რომ საქართველოს ცენტრალური მთავრობისთვის გათვალისწინებული დახმარების 15 %-ის გამოყოფის ვალდებულება შეიძლება შეჩერდეს, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტი არ განსაზღვრავს და არ  წარუდგენს ასიგნებათა კომიტეტს ანგარიშს, რომ ეს მთავრობა დგამს ეფექტიან ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, მთავრობაში კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად, ასევე იმის უზრუნველსაყოფად, რომ კერძო სექტორში კანონის უზენაესობა შეესაბამება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს. მათ შორის საუბარია უცხოური ბიზნესის დევნისგან თავისუფალ საქმიანობაზე.

ნოდარ ჩაჩუა დეტალებით.