კანონპროექტი ამნისტიის შესახებ

20 ივნისის საქმეზე ამნისტიის კანონპროექტის ინიცირებამდე რამდენიმე დღე რჩება, თუმცა, ამ დრომდე აზრთა სხვადასხვაობაა თუ როგორი უნდა იყოს დოკუმენტი.  „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია, მიიჩნევს, რომ ამნისტია ივნისის აქციების საქმეზე ბრალდებულ სამართალდამცველებს არ უნდა შეეხოთ. კანონპროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები  მიმდინარეობს ოპოზიციაში, მუშაობა დაწყებული აქვს მმართველ პარტიასაც. დოკუმენტის ინიცირება სამშაბათს, 27 აპრილს უნდა მოხდეს.

სალომე ქოქიაშვილი გაგვაცნობს მხარეთა პოზიციებსა და პროცედურებს.

მოამბე

დატოვე კომენტარი