დღესვე იურიდიულ კომიტეტზე მესამე მოსმენით მხარდაჭერა მიიღო „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტმაც. მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ დოკუმენტში გათვალისწინებული ცვლილებების მიხედვით, ამნისტია შეეხება 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ მთელ რიგ დანაშაულებს, გარდა სქესობრივი დანაშაულებებისა; ყაჩაღობის; ტერორიზმის; კორუფციული და სამოხელეო დანაშაულების, ასევე ამნისტია არ შეეხება მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს; ნარკორეალიზატორებს, ე.წ. ქურდულ სამყაროს; ტრეფიკინგსა და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.