ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებას პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს. კენჭისყრა კი რამდნიმე წუთში დაიწყება. „ქართული ოცნების“ ავტორობით მომზადებულ ცვლილებებს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს, რომ დღის ბოლომდე მოხდეს მისი საბოლოო მიღება. საკანონმდებლო პაკეტის საფუძველზე აიკრძალება მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება დახურულ სივრცეში, აგრეთვე აიკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო კვანძებისა და რკინიგზის ბლოკირება. ჯარიმის ნაცვლად პატიმრობა იქნება განსაზღვრული ძალადობრივი ქმედებების საჯარო მოწოდებებზე. პოლიციელებზე ძალადობის თუ მუქარის ფაქტებზე კი პატიმრობის ვადები გაიზრდება.