კანონმდებლობაში ქვეყნიდან დროებით გასვლაზე უარის თქმის საფუძვლები კონკრეტდება

ქართულ კანონმდებლობაში მოქალაქისთვის ქვეყნიდან დროებით გასვლაზე უარის თქმის საფუძვლები კონკრეტდება, ხოლო უცხო ქვეყანაში უკანონო მიგრაციისთვის ხელშეწყობაზე წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ცვლილებების ავტორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან, რომლებმაც საკანონმდებლო პაკეტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს.

კანონპროექტით, საქართველოს მოქალაქეს საზღვრის გადაკვეთაზე შეიძლება უარი ეთქვას იმ შემთხვევაში, თუ არ გააჩნია, ბიომეტრული პასპორტი, უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სასტუმროს ან ბინის მოქმედი ჯავშანი, ან ევროკავშირის ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის მისამართი, სამოგზაურო დაზღვევა და მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, კანონპროექტით, სისხლისსამართლებრივი დანაშაული გახდება საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანა და უკანონო მიგრაციაში ხელისშეწყობა. ასევე, თავშესაფრის მიღების უფლების ბოროტად გამოყენებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა.

საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სიახლე კორუფციის რისკებს შექმნის.