კანონმდებლები საოკუპაციო ძალების მორიგ უკანონო ნაბიჯს აფასებენ. დეპუტატების განმარტებით, საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე პროცესი და ახალი სათვალთვალო კოშკურის დამონტაჟება მხოლოდ კრემლის აგრესიული პოლიტიკის დემონსტრირებაა, რაც მიზნად ქართული სახელმწიფოსა და მოქალაქეების დაშინებას ისახავს.
დეპუტატები თვლიან, რომ მსგავს ქმედებებზე პასუხი საერთაშორისო რეაქციის მობილიზებაა.