„კანონმა და სამართალმა“ ხუთპუნქტიანი ანტიკრიზისული გეგმა მოამზადა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „კანონი და სამართალი“ ხუთპუნქტიანი ანტიკრიზისული გეგმა მოამზადა. თაკო ჩარკვიანის თქმით, საქართველო საშიანაო და საგარეო გამოწვევების წინაშეა, რაც აისახება ეკონომიკის ზრდის დაბალ მაჩვენებელზე, მართლმსაჯულების სისტემის კრიზისზე, უმუშევრობასა და რუსულ საფრთხეებზე.

პოლიტიკური გაერთიანების წევრთა განმარტებით, აღნიშნული გეგმა ამ პრობლემების დაძლევას შეუწყობს ხელს. მათივე თქმით, პარტიას შემუშავებული აქვს ანტიკორუფციული საკანონმდებლო წინადადება, რომელსაც პარლამენტს წარუდგენს.

დატოვე კომენტარი