ევროკომისიამ კორუფციისგან თავისუფლების მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველო მსოფლიოს 143 ქვეყანას შორის 37-ე ადგილზეა და 65 ქულით არის შეფასებული. კორუფციისგან თავისუფლების მსოფლიო რეიტინგის თანახმად, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა. საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა ქვეყანას და ევროკავშირის ათზე მეტ ქვეყანას, მათ შორის იტალიას, ხორვატიასა და საბერძნეთს. ამავე კვლევის მიხედვით, ევროპის მასშტაბით, ყველაზე კორუფციული სახელმწიფო უკრაინაა, რომელიც 143 ქვეყანას შორის 117-ე ადგილზეა. მოლდოვა 108 ადგილზეა და უკრაინის შემდეგ, ევროპის ყველაზე კორუფციული ქვეყანაა.