კანონი „შრომითი მიგრაციის შესახებ“ – შეხვედრა ბიზნესთან

18:30, 27.02.2026

„შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ შესული ცვლილებები პირველი მარტიდან ამოქმედდება. სიახლეებთან დაკავშირებით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ, სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად, ბიზნესის, დამსაქმებელთა და საბანკო ასოციაციებთან შეხვედრა გამართა. დისკუსია კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. ცვლილების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს კანონიერად დასაქმებისთვის, მათ შორის დისტანციურად, „შრომითი საქმიანობის უფლების“ მოპოვება დასჭირდება. უცხოელთათვის „შრომითი საქმიანობის უფლების“ ნებართვებს „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო“ გასცემს და ნებართვის მიღება ფასიანია და ის ერთი წლის ვადით გაიცემა. რაც შეეხება თვითდასაქმებულ უცხოელს, სამუშაო უფლება გაიცემა კონკრეტული სფეროს, სექტორისა და სამეწარმეო საქმიანობის მითითებით. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სამუშაო ნებართვა არ გაიცემა გიდების, ტაქსისა და საკურიერო მომსახურებების გაწევაზე.

მსგავსი