კანონი მაუწყებლობის შესახებ მიღებულია

21:09, 22.12.2017

მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტის მიერ 63 ხმით მიღებულია. ახლა დოკუმენტი პრეზიდენტს გადაეგზავნება, რომელსაც ხელმოსაწერად ან ვეტოს დასადებად 10-დღიანი ვადა აქვს. დამტკიცებული ცვლილებებით საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლება ექნება, დილის და შუადღის ეთერში კომერციული რეკლამა შეზღუდული დროით განათავსოს. სიახლეა ისიც, რომ ნებადართული ხდება სერიალების, გასართობი შოუების და საერთაშორისო ფესტივალების სპონსორობა. სწორედ კანონის ეს ნაწილი იწვევდა ზოგიერთი დეპუტატის, მათ შორის უმრავლესობის რამდენიმე წევრის უკმაყოფილებას. მომზადებულ ცვლილებებს საპარლამენტო განხილვის პროცესში ევროპის მაუწყებელთა კავშირმა მხარდაჭერა არაერთხელ გამოუცხადა.

შორენა ხვიჩიას მუშაობდა პარლამენტში.

მსგავსი