კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ

პარლამენტში დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე დღეს პირველი მოსმენით იმსჯელებენ. ცვლილებების განხილვა პლენარულ სხდომაზე მოხდება. კანონპროექტის მიღებას ეწინააღმდეგება ოპოზიცია. ისინი მიიჩნევენ, რომ ცვლილებები ევროკომისიის რეკომენდაციებს ვერ პასუხობს. აღნიშნული უკრაინულ კანონმდებლობას ეყრდნობა და ოლიგარქად პირს ოთხი კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში აღიარებს. პირის ოლიგარქად დადასტურება პარლამენტმა უნდა მოახდინოს. მმართველი გუნდი განმარტავს, რომ უკრაინული კანონმდებლობა ევროკომისიამ მოიწონა და სწორედ ამიტომ იხელმძღვანელეს ამ დოკუმენტის მიხედვით.