„კანონი და სამართლის“ ლიდერის განცხადება

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ოპოზიციაში რუსული ვექტორის გაძლიერების საფრთხეს ხედავს. „ნუ აყენებთ ხალხს შეურაცხყოფას, ეს მებრძოლი ხალხი „ბოკერია-ბურჯანაძის“ პოლიტიკური გვამების გასაცოცხლებლად არ მოდის, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, 30 წელია, კორუფციონერები კორუფციონერებზე საუბრობენ, რუსეთის აგენტები რუსეთის აგენტებზე, ხალხი ბრძენია! ჩამოაშორეთ პროცესს ეს „გამობრძმედილი“ რუსული ვექტორი, – აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

ის აღნიშნავს, რომ ერთობა გასაგებია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა რა ხდება? ცოტა „მეტ საშიშროებას“ გრძნობს ხალხი და სწორად სვამენ კითხვებს – ლეგიტიმურად! – ეს არის მოკლე ამონარიდი თაკო ჩარკვიანის მიერ გავრცელებული განცხადებიდან.