ამნისტიის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული პროექტის შინაარსი ცნობილია. დოკუმენტი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან იმ პირების გათავისუფლებას, რომლებმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინეს დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით, უარს არ აცხადებენ მათ მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.
ოპოზიციის ერთი ნაწილი ამ ინიციატივას არ ეთანხმება, მეორე კი აცხადებს, რომ ორივე კანონპროექტის გაცნობის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, მხარეები იმედს გამოთქვამენ, რომ პოზიციების დაახლოება მოხერხდება. ამნისტიის კანონპროექტის განხილვას საქართველოს პარლამენტი 13 მაისიდან დაიწყებს.