კანის კინოფესტივალი
კანში ქართული ღვინის მიღებაზე საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა მსოფლიო დონის პროდიუსერებს, ფესტივალების პროგრამერებს და მსოფლიოს წამყვანი კინოინდუსტრიების წარმომადგენლებს არაფორმალურ გარემოში უმასპინძლა. განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები და ქართული ფილმების წარდგენა უცხოელი პარტნიორებისთვის. კინოინდუსტრიის წარმომადგენლების შეკრება კონკრეტული შედეგებით დასრულდა.