კანის ფესტივალი მაისში გაიმართება

 

ბოლო ორი წლის განმავლობაში პანდემიის გამო გადადებული და ფორმატშეცვლილი კანის ფესტივალი წელს ტრადიციული ფორმით ჩატარდება.

ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოდაჯილდოება მაისში გაიმართება. წლევანდელ ფესტივალზე „ოქროს პალმის რტოს“ მოსაპოვებლად 21 კინოსურათი იბრძოლებს. ორგანიზატორები კინომოყვარულებსა და კრიტიკოსებს მრავალფეროვან პროგრამას ჰპირდებიან. საზოგადოება წელსაც განსაკუთრებით ელოდება ვარსკვლავურ წყვილებს, რომლებიც ფესტივალის დამსწრეებისა და მედიის წინაშე წითელ ხალიჩაზე გამოჩნდებიან.