კანის 78-ე კინოფესტივალი
კანი წლის მთავარი კინო-მოვლენის მასპინძლობისთვის ემზადება – 13 მაისიდან კინო ინდუსტრიის წარმომადგენელთა ყურადღება საფრანგეთის საკურორტო ქალაქისკენ იქნება მიმართული.
კანის ფესტივალი იწყება. ვის გადაეცემა მთავარი პრიზი – სრულმეტრაჟიანი და მოკლემატრაჟიანი მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციებში საკმაოდ დიდი კონკურენციაა.
სხვადასხვა საკონკურსო სექციაში, ჯამში 50-მდე ფილმს აჩვენებენ. კინოკრიტიკოსები განსაკუთრებულად ელოდებიან ვეს ანდერსონის კომედიურ დრამა „ფინიკიურ სქემას“, რომელშიც თანამედროვე კინოს გამორჩეული ვარსკვლავები მონაწილეობენ.
კანის კინოფესტივალი 24 მაისს დაიხურება.