კანიე უესტის კონცერტი

წლის მთავარ მუსიკალურ მოვლენამდე ორ საათზე ოდნავ მეტი რჩება.

„დინამო არენაზე“ ქართველი მელომანების წინაშე YE, იგივე ქენიე უესტი წარდგება. ცნობილი დედამიწის ფორმის შოუს, ათიათასობით მსმენელი ელოდება. გრანდიოზული ღონისძიება 21:00 საათზე დაიწყება. დაგეგმილი კონცერტისთვის სპეციალური წესები იმოქმედებს გზებზეც. თბილისის მერიის ინფორმაციით, ხალხის ნაკადის გასაკონტროლებლად, რიგი ღონისძიებები გატარდა. სტუმრებისთვის დღეს, როგორც მეტრო, ასევე ათზე მეტი ავტობუსის მარშრუტი გახანგრძლივებული დროით, ღამის ორ საათამდე იმუშავებენ.