კანდიდატების წარდგენა

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები დღეს რაჭა-ლეჩხუმში წარადგინა. ონში მერობისთვის სერგო ხიდაშელი იბრძოლებს, ცაგერში გიორგი ნემსაძე, ლენტეხში გიორგი ონიანი, ხოლო ამბროლაურში მერობის კანდიდატად ზვიად მხეიძეა წარდგენილი.

ირაკლი ღარიბაშვილმა წარდგენისას ეკონომიკურ პროექტებზე, სტაბილურობის აუცილებლობასა და პანდემიის გამო შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. მან მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა ვაქცინაციისკენ. მოსახლეობას სიტყვით მიმართეს მერობის კანდიდატებმაც.