კანდიდატების წარდგენა

გიორგი ვაშაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ქუთაისის მერობის კანდიდატად ანდრო ლოსაბერიძე წარადგინა. პარტიის ლიდერის თქმით, ანდრო ლოსაბერიძე გამოცდილია როგორც საგანმანათლებლო სფეროში, ისე ინფრასტრუქტურულ საკითხებში. ის არ იმყოფებოდა საქართველოში და სწორედ არჩევნებისთვის დაბრუნდა. გიორგი ვაშაძის განცხადებით, მისი გუნდი არჩევნებში გამარჯვებისთვის იბრძოლებს.