კანდიდატების წარდგენა

ალეკო ელისაშვილმა საზოგადოებას გუნდის ათეული წარუდგინა.

პარტია „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების“ პროპორციული საპარლამენტო სიის ათეული ასე გამოიყურება: ალეკო ელისაშვილი, ლევან იოსელიანი, ქეთი თურაზაშვილი, გენრი დოლიძე, ივანე ნორაკიძე, ფატი ბანჯაძე, სულხან ნამჩევაძე, გიორგი გაბაიძე, ნატო კირვალიძე, გიორგი რეხვიაშვილი. ალეკო ელისაშვილმა სიის პირველი ათეულის ტელეფონის ნომრებიც გაასაჯაროვა და მოქალაქეებს მოუწოდა, მათ ნებისმიერ საკითხზე დაუკავშირდნენ.

ელისაშვილის განმარტებით, მათი პარტიის მიზანი გამჭვირვალობა და მოქალაქეებთან უშუალო კონტაქტია.