კანდიდატების წარდგენა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა, ირაკლი ღლონტმა საკრებულოს თავმჯდომარეობისა და მერის მოადგილეობის კანდიდატები წარადგინა. ირაკლი ღლონტი გამოდის ინიციატივით, ვიცე-მერის პოზიციის დასაკავებლად გამოცხადდეს საჯარო კონკურსი და ამ თანამდებობის დასაკავებელი კანდიდატი თავად ოზურგეთის მცხოვრებლებმა შეარჩიონ.

მერობის კანდიდატის განცხადებით, აუცილებელია, ოზურგეთს დაუბრუნდეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. მისივე თქმით, რეგიონში უამრავი პრობლემაა და უნდა მოხდეს არსებული ტურისტული პოტენციალის გამოყენება.