კანდიდატები მთავარი პროკურორის პოსტზე

მესამე სექტორის ნაწილი მთავრობას ულტიმატუმს უყენებს.

თუ იუსტიციის მინისტრი თანამდებობას არ დატოვებს, 10-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. მოწოდებას მომხრეები პოლიტიკურ სპექტრშიც ჰყავს. თუმცა პრემიერი მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს. მთავრობის მეთაურის მსგავსად, უფლებადამცველების პროტესტს მიღმა პოლიტიკურ მოტივებს ხედავს მმართველი პარტია, რომელიც საკუთარ კანდიდატზე ჯერ ისევ ფიქრობს.

რაც შეეხება სხვა კანდიდატურებს: დღეს ირკვევა, რომ საპარლამენტო უმცირესობის მიერ დასახელებულ შალვა შავგულიძესთან ერთად მთავარი პროკურორის პოსტისთვის იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძეც იბრძოლებს.