კანდიდატები გენერალური პროკურორის თანამდებობაზე 

წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ ყოფილი გენერალური პროკურორი შესაძლოა ძველ თანამდებობაზე დაბრუნდეს.

ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოსთვის წარდგენილ კანდიდატებს შორისაა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ შალვა თადუმაძის არჩევის გამო ვაკანტურად გამოცხადებულ თანამდებობაზე შოთაძის კანდიდატურა ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დაასახელა. საგამოძიებო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც 2018 წლის მაისის ბოლოს ხორავას ქუჩის გახმაურებულ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული რეზონანსული გადაწყვეტილების შემდეგ გადადგა, მედიასთან დღეს არ გამოჩენილა. თუმცა, მმართველი გუნდის ლიდერებმა მას უკვე გამოუცხადეს მხარდაჭერა. საპროკურორო საბჭოში გასაუბრების შემდეგ პროცესი სწორედ პარლამენტში გადაინაცვლებს.

რეაქციები მწვავეა ოპოზიციასა და მესამე სექტორში.