კანცელარიასთან სვანეთში ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია გაიმართა

15:30, 04.04.2018

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან სვანეთში ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია გაიმართა. კანცელარიასთან თბილისში და ახლოს მდებარე რეგიონებში მცხოვრები სვანები შეიკრიბნენ.

მათი განცხადებით, დაუშვებელია სვანეთში ჰესების მშენებლობა, რადგან, აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ეს პროექტები ბუნებას ზიანს მიაყენებს. მათივე თქმით, ეს პრობლემა მხოლოდ სვანეთს არ აწუხებს. ამასთან, აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ შესაბამისმა სამინისტროებმა კიდევ ერთხელ განიხილონ მათ მიერ მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად პროექტები.

 

მსგავსი