კანცელარიასთან შეკრებილები ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებას ითხოვენ

კონსტიტუციით გარანტირებული, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების დაცვას მოითხოვენ მოქალაქეები, რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციასთან იკრიბებიან. აქციის მონაწილეები ტექდათვალიერების დაუყონებლივ აღსრულებას, საჯარო ტრანსპორტის მოწესრიგებას, ე.წ. ყვითელი ავტობუსების გაუქმებას და მწვანე საფარის დაცვას ითხოვენ.

სახელმწიფო უწყებებს კი კონკრეტული გეგმის წარდგენას სთხოვენ, სადაც ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების გზები იქნება დასახული.